პროექტის Z-Library მიზანი
Z-Library არსებობის მთავარი მიზანია მთელ მსოფლიოში ადამიანების განათლების დონის ამაღლება. ჩვენ გვჯერა, რომ ამ მიზნის მისაღწი გასაღები არის წიგნების მარტივი ხელმისაწვდომობა. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ხომ წიგნები ყოველთვის რჩებოდა ცოდნის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას წყაროდ. ამიტომ, Z-Library-ის მიზანია, რაც შეიძლება მეტ გაჭირვებულ ადამიანს მიაწოდოს ლიტერატურაზე თავისუფალი წვდომა. წიგნები მთელი კაცობრიობის სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობაა და ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს მემკვიდრეობა და გამოვიყენოთ მისი ძალა ჩვენი საზოგადოების სასარგებლოდ. ასობით მილიონი ადამიანისთვის ხარისხიანი განათლების მიღება შეუძლებელი გახდება წიგნებში მოცემული ცოდნასა და ინფორმაციახე მოსახერხებელი წვდომის გარეშე. სწორედ ამიტომ Z-Library-ს პრიორიტეტია მაღალი კულტურული, სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო ღირებულების ლიტერატურა.
- ჩვენ ვაგროვებთ ლიტერატურას, ვახდენთ მის სისტემატიზაციას და პოპულარიზაციას;
- ჩვენ ვიძლევით უფასო წვდომას წიგნებზე;
- ჩვენ ორგანიზებას ვუკეთებთ წიგნებში არსებული ცოდნის შენარჩუნებას;
- ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ განათლების ხელმისაწვდომობა მთელ მსოფლიოში.
- ჩვენ არ ვუწყობთ ხელს მეკობრეობას. ავტორებისა და გამომცემლების მუშაობა უნდა იყოს ანაზღაურებული და დაფასებული;
- ჩვენ არ ვართ ჩართული არც ერთ პოლიტიკურ საქმიანობაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საავტორო უფლებების კანონმდებლობას, მაგრამ მიზნად არ ვისახავთ კანონების შეცვლას;
- ჩვენ არ ვყიდით წიგნებს.